Wednesday, November 27, 2019

საწრეო მუშაობა მათემატიკაში


                     

                            საწრეო მუშაობა მათემატიკაში


წრის სახელწოდება ,,მხიარული ციფრები“

მასწავლებელი: მედეა ალმასია

სკოლა: ცაიშის საჯარო
     
წრის მოკლე დახასიათება: წრე ითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებს, უნარებსა და საჭიროებებს. ეხმარება  ცოდნის გაღრმავებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცნებების გააზრებას, რომლებიც საწრეო თემებშია განხილული, თემები კი, ასევე მოცავს დავალებებს შემეცნებითი უნარების განვითარებისათვის. მათემატიკური თამაშის სახით დავალებების შესრულება კი დაეხმარებათ მიღებული ცოდნა გაიმყარონ და გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს კი საინტერესოს, პროდუქტიულს და სახალისოს გახდის სასწავლო პროცესს.საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენებ სხვადასხვა აქტივობებს: სავარჯიშოებს, თავსატეხებს და სახალისო მათემატიკურ ამოცანებს. ეს აქტივობები ხელს შეუწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევას.       
       ხალისიანი და საინტერესო საგაკვეთილო პროცესისათვის გამოვიყენებ რესურსებს: დაფა, ცარცი, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები, ბუკები, სტიკერები, მაგნიტური დაფა, რგოლები, ბარათები და პროექტორი.
     წრის მიზანი: სკოლის მოსწავლეებს გაუღვივოს ინტერესი მათემატიკისადმი და განუვითაროს საწყისი უნარ-ჩვევები.



                                  

                       
                           წრის მოსწავლეთა სია


1.     არქანია   ნიკოლოზი
2.     გამსახურდია  ბარბარე
3.     გოგოხია  ლიზი
4.     გოგოხია  მეგი
5.     ელიავა ლუკა
6.     კუკავა  ლიზი
7.     კუკავა  ნინი
8.     რატია  დავით
9.     როგავა  ბარბარე
10. სახურია  თინათინი
11. ტურავა  საბა
12. ტურავა   ლიზი
13. ურუმაშვილი  ბარბარე
14. ქირია  რიტა
15. ჩიკვაიძე  დათო
16.  ცანავა  მარიამი
                                                პირველი  კლასი

                                        წრის პროგრამა
                        
                              2019 – 2020 სასწავლო  წელი
   
            წრე ტარდება კვირაში ერთხელ,  ორშაბათს

N
  თარიღი
     თემის  დასახელება
საათების რაოდენობა
1
30/IX
რიცხვი 1,  ციფრი1

     1
2
7/X
მეტ - ნაკლებობის ნიშანი
     1
3
21/X
რიცხვი5, ციფრი 5
     1
4
28/X
რიცხვების შეკრება
     1
5
 4/XI
 სამეულები
     1
6
11 / XI
ცხრილი  და ციფრები
     1
7
18 /XI
შემაჯამებელი სამუშაო  N 1
     1
8
25/XI
რიცხვი 6,  ციფრი 6

     1
9
2/XII
თეთრები  და ლარები
     1
10
9 /XII
არეების  საზღვარი
     1
11
16 /XII
10- მდე   შევსება
     1
12
23/XII
რიცხვების დალაგება  ზრდადობით და კლებადობით
     1
13
30/XII
შემაჯამებელი სამუშაო N2
     1



                                                         
                                             მოსწავლის კითხვარი

გვარი,სახელი   ---------------------------------------------

1. დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია მათემატიკის წრის შექმნის შესახებ?
             ა)დიახ                 ბ) არა

2.საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდათ თუ არა    ცოდნის გაღრმავებაში?

             ა)დიახ                         ბ) არა

3. საწრეო მუშაობის დროს მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ  არა საინტერესო და მრავალფეროვანი?

            ა)დიახ                         ბ) არა

4.იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო?

         ა)დიახ                       ბ) არა

5.  რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?
              1   2   3   4   5   6   7   8  9   10  

                            


                             მშობლის კითხვარი

გვარი ,სახელი              ------------------------------------------------------------------

1. დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია   წრის შექმნის შესახებ?

                ა)დიახ                   ბ) არა

2.საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები ეხმარებოდა თუ არა ცოდნის გაღრმავებაში თქვენს შვილს?

           ა)დიახ                    ბ) არა

3.საწრეო მუშაობის დროს მასწავლებლის მიერ განხილული აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი თქვენი შვილისთვის?
         ა)დიახ                   ბ) არა


4.  იყო თუ არა შექმნილი მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო
მოსწავლეებისათვის?
               ა)დიახ           ბ) არა



5.   რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას?

                1    2    3    4    5    6    7    8    9    10








მათემატიკის წრის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა
30.09.2019
თემა:  რიცხვი 1,  ციფრი1
მიზანი: მოსწავლეებმა ერთმანეთს შეუსაბამონ რიცხვები, რიცხვითი სახელები და შესაბამისი რაოდენობები






                              
                           




მათემატიკის წრის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა
07.10.2019
თემა: მეტ - ნაკლებობის ნიშანი
მიზანი:  მოსწავლეებმა   საგანთა გროვებს შორის სწორად განათავსონ მეტ - ნაკლებობის ნიშანი.





                                           
                                                           








მათემატიკის წრის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა
21.10.2019
თემა:  რიცხვი5, ციფრი 5
მიზანი:    წაიკითხონ და დაწერონ რიცხვები,  გამოსახონ ისინი სხვადასხვა მოდელის გამოყენებით
         













მათემატიკის წრის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა
28.10.2019
თემა:        რიცხვების შეკრება
მიზანი:    შეკრების  მოქმედების  შესრულება საგანთა  ორ  გროვაში






 
 




მათემატიკის წრის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა
04.11.2019
თემა:  სამეულები
მიზანი:    საგანთა  გროვაში  სამეულების  გამოყოფა,  აგრეთვე  გამოყოფილი სამეულების  რაოდენობის   გარკვევა.
 



                                            



მათემატიკის წრის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა
11.11.2019
თემა:  ცხრილი  და ციფრები
მიზანი:  მოსწავლეს შეეძლოს როგორც სტრიქონისა და სვეტის თანაკვეთაზე მყოფი  ადგილის სწორად მოძებნა.
 
 






მათემატიკის წრის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა
18.11.2019
თემა:  შემაჯამებელი სამუშაო
მიზანი:  უკუკავშირი უკვე შესწავლილ მასალასთან,  ცოდნის განმტკიცება. შემოქმედებითი უნარების განვითარება.
 



                                                  


                                          რეფლექსია

            2019  წლის პირველ  სემესტრში შეიქმნა წრე ,,მხიარული  ციფრები“, მასში პირველი  კლასის მოსწავლეები არიან გაერთიანებული. წრე ტარდება კვირაში ერთხელ, ორშაბათს.  წრეზე განსახილველი თემები წინასწარ არის გაწერილი, რომელიც ემსახურება მოსწავლის, როგორც სააზრვნო,  უნარების განვითარებას.
            საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით მთემატიკაში, საწრეო მუშაობა საჭიროა იმისთვის, რათა მოსწავლეებს მეტი ცოდნა დაუგროვდეთ , რაც მომავალში მათ განუვითარებს სწრაფი აზროვნების უნარს.  მისი აუცილებელი პირობაც ხომ  მათემატიკის პროგრამის გასაღრმავებულად სწავლებაა.    საქმიანობის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება  პრიორიტეტულ საჭიროებად მივიჩნიე. ამ მიმართულებით ჩავატარე და  მივაწოდე კომენტარი რას შეისწავლიდნენ, როგორი აქტოვობებით და რა შედეგს მიაღწევდნენ.
        თავდაპირველად ჩემი მიზანი იყო, რომ მოსწავლეთათვის ჩამენერგა საკუთარი ძალების წრმენა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება მათემატიკის მიმართ. ამ მიზნით სამუშაოს  დაწყებამდე ვაფრთხილებდი მოსალოდნელი შეცდომების შესახებ და გზადაგზა ვამეორებინებდი ამა თუ იმ წესს,მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, ასრულებდნენ სავარჯიშოებს, გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისადმი, გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე
   მათემატიკის წრის მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე.

No comments:

Post a Comment